როგორც იცით, ახალი სეზონიდან კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება და სამუშაოდ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში წავა.
აღნიშნულმა ინფორმაციამ ძალიან დაადარდიანა სამეფო კლუბის მარჯვენა მცველი, დანიელ კარვახალი, რომელიც იმედოვნებს, რომ ფლორენტინო პერესი ანჩელოტის შესაფერის გაცილებას მოუწყობს.
ძალიან მეწყინა ანჩელოტის წასვლის შესახებ რომ გავიგე. სპორტული თვალსაზრისით, ის ჩემთვის მამასავით იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ რეალი მისთვის შესაბამის გამოსამშვიდობებელ საღამოს მოაწყობს.
- თქვა კარვახალმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალში იტალიელ სპეციალისტს ჩაბი ალონსო ჩაანაცვლებს.