WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

14

დღეს ნიუ-იორკში შეერთებული შტატების და დანია არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის უსაფრთხოების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებენ. დოკუმენტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი მოაწერენ.

შეთანხმების კონკრეტული შინაარსი არ გავრცელებულა, თუმცა როგორც დანიის პრემიერი აღნიშნავს, ის ყველა მხარისთვის მისაღებია. მედიაში კი ვრცელდება ცნობები, რომ შეთანხმების ფარგლებში აშშ გრენლანდიაში ორ სამხედრო ბაზას გახსნის.