დაპისპირებაში არა ქალები, არამედ "რაღაც სხვა ჯიში" მონაწილეობდა, ამბობს კალაძე, რომლის შტაბთანაც გუშინ ქალებს სცემეს

5 days ago 6

თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, რომლის საარჩევნო შტაბიც მელიქიშვილის გამზირზე ხელისუფლების მხარდამჭერებისა და ანტისამთავრობო უწყვეტი პროტესტის მონაწილეების ახალ კერად იქცა, სადაც 8 ნოემბერს სცემეს ქალებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც, ამბობს რომ დემონსტრანტებს შორის ქალები არ ყოფილან.

"არცერთი არაა ქალი, ქალი არაა აქ არცერთი, რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის აქ, სად არის ქალი? აბა, მითხარით ერთი, მაჩვენეთ რომელია ქალი" - ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას 8 ნოემბრის ძალადობის შესახებ. კალაძე მომხდარს პროვოკაციად მიიჩნევს და კითხულობს: "როდესაც 30 აკაცუკი მივიდა საარჩენო შტაბთან, რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან?".

კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკური დაზიანებები მიიღო ათზე მეტმა მოქალაქემ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ყველაზე ცოტა, 4 ჟურნალისტს. რამდენიმე ადამიანი ტვინის შერყევით მოხვდა სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათი ნაწილი ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

შსს მომხდარს ჯგუფური ძალადობის მუხლით იძიებს - ესაა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ისჯება 4-დან 6 წლამდე პატიმრობით.

სრულად წაკითხვა