"დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას შემთხვევაშიც..." - ვისი შეკვეთილი იყო გახარიას ცემა

1 month ago 8

გიორგი ბაჩიაშვილი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ტვ პირველთან გიორგი გახარიას ცემის შემთხვევაზე საუბრობს.

როგორც ის ამბობს, გიორგი გახარიას ცემა ივანიშვილის დაკვეთილია:

"ყველა პატიმარი, ბიძინას პირადი პატიმარია, ბიძინას გარეშე არცერთი დავალება არ სრულდება, არცერთი ანგარიშსწორება არ ხდება, მეტსაც ვიტყვი, არცერთი შეკვეთილი გალახვა, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას შემთხვევაშიც, ეს ამბავი შეთანხმებული იყო, რადგან როგორც ჩანს, შეთანხმებული იყო მასშტაბურ დონეზე. ივანიშვილის გარეშე ასეთ თვითნებობას ვერავინ გაბედავს. ეს იყო მორიგი პირადი ანგარიშსწორება. და ეს თუ ასე არ არის მაშინ ის ადამიანები უკევ დაკითხულ-დაჭერილები იქნებოდნენ. როდესაც მსგავს რამეს რეაგირება არ მოყვება, ე.ი. თვითნებობა არ იყო და თუ იყო, მაშინ ამ ამბის შემდეგ მაინც მიიღეს ბიძინა ივანიშვილის დალოცვა" - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

სრულად წაკითხვა