მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" დატოვა, კლუბი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
სხვადასხვა წყაროს მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარტენოპეი" ბრიუსელის "ანდერლეხტის" გარემარბის, ფრანსის ამუზუს შეძენას აპირებს.
როგორც ირკვევა, ნეაპოლელებმა ბელგიურ კლუბთან 25 წლის შემტევის ფასის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს.
ამ ეტაპისთვის სერიოზული ჯერ არაფერია, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
აქვე გეტყვით, რომ ფრანსის ამუზუ "ანდერლეხტში" 2017 წლიდან ირიცხება.