როგორც მოგეხსენებათ, 2025/26 სეზონიდან გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს.
ქართველმა მერსესაიდულ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამარდას ხელფასი ახალ გუნდში წლიურად 4 მილიონი ევრო იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ "წითლებს" გიორგის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ცნობისთვის, ქართველი ამჯერად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა (40 მილიონი ევრო).