"დე ლაურენტისს ფეხბურთის არაფერი გაეგება, ერთხელ ისიც კი მითხრა.." - რუდი გარსია

4 hours ago 2

ნაპოლის ყოფილმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გუნდში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და მისი ინტერვიუ საკმაოდ სკანდალურიც გამოდგა.

"როცა ნაპოლიში მწვრთნელად დავინიშნე, ყველას წასვლა უნდოდა და დაბალ ხელფასზე წუწუნებდნენ - სამუშაოს უმეტეს დროს გარემოს მოტივირებას ვუთმობდი. როცა გუნდიდან ჯუნტოლი წავიდა, არავინ მყავდა ისეთი, ვინც დამეხმარებოდა მაშინაც კი, როცა კვარაცხელია ან ოსიმენი შეცვლის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

რას აკეთებდა დე ლაურენტისი? მას ფეხბურთის არაფერი ესმის! ერთხელ ისიც კი მითხრა, რომ ერთ ფეხბურთელს 45 წუთი უნდა ეთამაშა და შემდეგ მეორე ტაიმში შანსი სხვებისთვის მიმეცა, მე კი ვუთხარი, რომ 60 წლის ვიყავი და ვერ მეტყოდა ვინ უნდა მეთამაშებინა და ვინ არა. მას კინოში ბევრი რამ გაეგება, მაგრამ ფეხბურთში საერთოდ არაფერი..

", - განაცხადა გარსიამ.

სრულად წაკითხვა