ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს პრემიერ მინისტრი, თანამდებობაზე დაახლოებით ერთ კვირის წინ დანიშნული რუსეთის მოქალაქე მარატ კალამბოვი უხელმძღვანელებს.
მანამდე რუსეთის მთავრობაში მუშაობდა. ის სამხრეთ ოსეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე თავად გაგლოევმა 8 ივნისს წარადგინა. 16 ივნისს კი მისი კანდიდატურა დე ფაქტო პარლამენტმა დაამტკიცა და კამბოლოვი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.
კამბოლოვი პრემიერის პოსტზე მხოლოდ ერთი კვირა დარჩა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში მის მოვალეობას სწორედ მთავრობის თავმჯდომარე ასრულებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე.
აღნიშნული ცვლილებები ცხინვალის პოლიტიკაში მას შემდეგ განხორციელდა, რაც მოსკოვმა და ცხინვალმა 9 მაისს “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება” გააფორმეს. ამ ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება რუსეთის მოქალქეებსაც შეუძლიათ.
„მოსკოვი ცხინვალთან სრულ ინტეგრაციას ეტაპობრივად ამზადებს“ – ვანო აბრამაშვილი
“მოსკოვში შესაძლოა ისევ განიხილავდნენ სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხს” – Meduza

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·