დღეს, 18 სექტემბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მოსახლეობა ე.წ. პრეზიდენტს ირჩევს.
რუსეთის მოქალაქე კამბოლოვი “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის” კანდიდატად წარადგინეს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი, რომელიც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა; ზურაბ კოკოევი, პარტია „ერთიანობის“ კანდიდატი; მურატ ვალიევი, პარტია „ალანიის პატრიოტების“ კანდიდატი; და ყაზბეკ კოდოევი, რომელიც ასევე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
ე.წ. არჩევნებისთვის სულ 70 საარჩევნო უბანია გახსნილი. დამატებით ოთხი უბანია გახსნილი ჩრდილოეთ ოსეთში და ერთი – მოსკოვში. ოფიციალური ცნობით, სულ 40 ათასი ბიულეტენი დაიბეჭდა.
ცხინვალის ცნობითვე, არჩევნებს 60-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება – “მათ შორის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ცესკოს წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლები ვენესუელიდან, არგენტინიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, აფხაზეთიდან, ბულგარეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან”.
ე.წ. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი აღნიშნულ თანამდებობას ზედიზედ ორზე მეტი ვადით ვერ დაიკავებს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
netgazeti