დებიუტი სასტარტოში! - ნოდარ ლომინაძე "ეშტორილში" ძირითად თერთმეტეულში მოხვდა

1 week ago 6

დღეს, 21:45 საათზე, პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის ახალ სეზონს დაიწყებს ნოდარ ლომინაძის "ეშტორილი", რომელიც საწყის ტურში შინ "ესტრელას" მიიღებს.

ცნობილი ხდება კლუბების სასტარტო თერთმეტეულები, განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ მასპინძელთა შემადგენლობაში ვხედავთ კლუბის ახალწვეულს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მოთამაშეს, ნოდარ ლომინაძეს.

შეგახსენებთ, რომ ლომინაძე პორტუგალიურ კლუბში "დინამო თბილისიდან", 700 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია წარმატებული დებიუტი და სეზონი ვუსურვოთ ნოდარს, რომელიც შემდგომში ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებსაც წაადგება.

სრულად წაკითხვა