ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გიორგი ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" ყაზახური "ქაირათის" წინააღმდეგ დაიწყო და დიდი ანგარიშით. 4:1 იმარჯვა.
ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო და 44-ე წუთზე ტრინკაოს ულამაზეს დარტყმას ქუსლით საგოლე პასი უწინამძღვრა.
"ქოჩორამ" მოედანი მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 61-ე წუთზე დატოვა და შეფასების სახით 6,6 ქულა მიიღო.