4
წნორის ცოდნის კაფეს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
2 დღის წინ დაიწყო საბავშვო ბაღებში სწავლა,
დღეს ვიგებთ, რომ 20 ბაღის, 55 ბავშვი მოიწამლა საკვებით და გადაიყვანეს 6 სხვადასხვა საავადმყოფოში.
მარტო ბავშვი არა, ერთი აღმზრდელიც მოიწამლა და ისიც გადაუყვანიათ..
ხალხო, 2 დღეა დაიწყო სწავლა ბაღებში
და 55 ბავშვი მოიწამლა საკვებით!
ეს რატომ ხდება იცით?!
თავის დროზე,
სკოლები რომ დაინგრა და მშობლებმა ხმა არ ამოიღეს!
სწავლა რომ დაიწყო 2 დღის წინ
და მერე რომ გაახსენდათ, რომ სკოლები სარეაბილიტაციო იყო და ახლა რომ უთხრეს მშობლებს, ონლაინზე უნდა გადავიყვანოთ ბავშვებიო და მშობლებმა ხმა არ ამოიღეს!
მშობლებს სხვა სოფლებში რომ უწევთ სკოლებში ბავშვების წაყვანა და ამაზე ხმას რომ არ იღებენ!
წლებია სკოლებიდან ბავშვები რომ გადაიყვანეს,
უნდა დავანგრიოთ ეს სკოლებიო და ხმას რომ არ იღებენ მშობლები, სადაა ახალი სკოლებიო!
ბაღები რომ დაანგრიეს და რომ არ ააშენეს და პასუხი რომ არავინ მოსთხოვა!
ბაღებს მილიონებს რომ ჰპარავდნენ მარტო მშენებლობაში კი არა, კვებაშიც და ხმა რომ არავინ ამოიღო!
ჰოდა ახლა ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლემდე მივიდა საქმე!
55 ბავშვი მოიწამლა!
და ეს რაც გასაჯაროვდა,
და რამდენი არ გაასაჯაროვეს?!
ვინ იქნება იმაზე პასუხისმგებელი,
რომ დედაქალაქის სხვა საბავშვო ბაღებში,
ხვალ და ზეგ ისევ უვარგის პროდუქტს არ მიიტანენ და ბავშვებს არ მოწამლავენ?!
ჰო, ასე იცის ყველაფერზე გაჩუმებამ..
ქ.ოცნებაც ფიქრობს, ესენი არაფერზე იღებენ ხმას
და ჩვენც ყველაფერი გაგვივაო..
55 ბავშვი მოიწამლა 20 სხვადასხვა ბაღში,
მშობელი, რომელიც ამ ინფორმაციას მხოლოდ დღეს დილას იგებს,
რა უნდა გააკეთოს?!
მშობელმა დატოვა საბავშვო ბაღში ბავშვი,
წავიდა სამსახურში და ახლა იგებს, რომ დედაქალაქის 20 ბაღში, 55 ბავშვი მოიწამლა საკვებით,
აი ჰო ნორმალურები არიან საერთოდ?!
ნორმალურ ქვეყანაში,
ქალაქის მერი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა!
კახა კალაძეს, სასაცილოდ არ ეყოფა,
მე რა შუაში ვარო!
აჰ რა ვიცი კახა,
დედაქალაქის მერი ხარ
და ბავშვი შადრევანში რომ ჩაიხრჩო, შენ რა შუაში ხარ;
ბავშვები რიყის დოქებში რომ ჩაიხრჩვნენ შენ რა შუაში ხარ;
სკოლები რომ დაინგრა და არ აშენდა შენ რა შუაში ხარ;
ბაღებს რომ ფული მოპარეს, შენ რა შუაში ხარ;
უფასო სასადილოებიდან რომ მილიონებს იპარავდნენ, შენ რა შუაში ხარ..
უკაცრავად მაგრამ ეს ამბები შენს დაქვემდებარებაში მყოფ სისტემაში რომ ხდება,
შენ რას აკეთებ ამ დროს,
ბამბას პენტავ?!
55 ბავშვი მოიწამლა შენს ქალაქში!
55 ბავშვი!
#დიდქოცობისბნელიწლები
#დამპალირუსულიიმპერია
საერთაშიროსო alia.ge