„დედის წასვლა უმძიმესი ტკივილია შვილისთვის, გამორჩეული სიყვარული და მეგობრობა გვქონდა მე და დედას“ – გია ბაღაშვილი

1 week ago 5

„დედის წასვლა უმძიმესი ტკივილია შვილისთვის, გამორჩეული სიყვარული და მეგობრობა გვქონდა მე და დედას“ - გია ბაღაშვილიჟურნალ „სარკის“ მიმდინარე ნომერში გამოქვეყნდა მუსიკოს გია ბაღაშვილის ვრცელი ინტერვიუ, სადაც ის ვრცლად საუბრობს საქმეზე, კონკურსზე, რომლის გამარჯვებულიც გახდა და ძალიან დიდ ტკივილზე – დედის, მანანა პატარაიას, გარდაცვალებაზე.

გია ბაღაშვილი: დედის წასვლა უმძიმესი ტკივილია შვილისთვის, რომელსაც ვერაფერი ანელებს, მით უმეტეს, ვერაფერი აქრობს. დედაზე ფიქრი, მასთან მუდმივი სულიერი კავშირი და ლოცვა არის ის, რაც ოდნავ შვებას მგვრის. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო და მოვიქცე, მის სულს რომ გაუხარდება.

გამორჩეული სიყვარული და მეგობრობა გვქონდა მე და დედას. მთელი ჩვენი დიდი ოჯახის დასაყრდენი იყო ყოველთვის. მთავარი, რაც მას გამოარჩევდა, ეს იყო საოცარი ჰუმანურობა და სულგრძელობა. რჩევა მრავალი მახსოვს, მაგრამ ერთს გავიხსენებ _ არასოდეს გაიმეტო ადამიანი, ყოველთვის ჩააყენე თავის მის ადგილას და ისე მიიღე გადაწყვეტილებაო, – ამბობს გია ბაღაშვილი „სარკესთან“.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ მიმდინარე ნომერში

სრულად წაკითხვა