1
დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად 27 წლის კაცი გარდაიცვალა – მძიმედ დაშავდა ერთი პირი. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ახალი ამბები ავრცელებს და წერს, რომ სომხეთში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული ა.ო. მშობლიურ სოფელში თანაკლასელის შვილის სამხედრო სამსახურში გაცილების სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ა.ო. ავტომობილით დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც სოფელში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა. მათივე ცნობით, ამავე მანქანაში იმყოფებოდა სოფლის მცხოვრები, 1991 წელს დაბადებული ე.ა. რომელიც ჯერ რაიონის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.
საერთაშიროსო alia.ge