WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ დემოკრატიულ პარტიას 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში ეყოლება 258 წევრი, რაც დემოკრატების ყველაზე დიდი უმრავლესობაა 1992 წლის შემდეგ.

ამერიკული მედიასაშუალებების, მათ შორის Associated Press-ის, ABC News-ის, CBS News-ის და The New York Times-ის ინფორმაციით, დემოკრატებმა ბოლო ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობა უკვე გაინაღდეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთი კაროლინის მეხუთე ოლქში დემოკრატმა ჩაკ ჰაბარდმა დაამარცხა რესპუბლიკელი ვირჯინია ფოქსი.

ეს შედეგი ცნობილი გახდა 22 ნოემბერს. ფოქსის მოთხოვნით ხმების ხელახლა დათვლამ აჩვენა, რომ ჰაბარდს 330-ით მეტი ხმა აქვს.

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგები შესაჯამებელია კიდევ ოთხ ოლქში.

  • დემოკრატიულ პარტიას კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 258 წევრი ბოლოს ჰყავდა 1992 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად. მას შემდეგ საუკეთესო შედეგი(257) მიიღეს 2008 წლის არჩევნებით.
  • აშშ-ში 2026 წლის 3 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაკარგეს როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში.
  • დემოკრატები უმრავლესობაში იქნებიან 100-წევრიან სენატშიც.
  • კონგრესის ახალი შემადგენლობა საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება 2027 წლის 3 იანვრიდან.