დენის მიწოდება აღუდგა აბონენტების ნაწილს

2 hours ago 4

დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელ-ენერგიის მიწოდება აღუდგა. მათ შორის, ვაკისა და საბურთალოს ნაწილს.

დღეს, 5 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 20:10 საათზე საქართველოში ელექტროენერგია ავრიულად კვლავ გაითიშა. მათ შორის დედაქალაქის მეტროში.

„სახელმწიფო ელეტროსისტემის“ საიტზე მოცემული ინფორმაციით, თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მიწოდება „განულებული“ იყო.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა საქართველოში დენის გათიშვის მიზეზად დაასახელა ტესტირების პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგენილიყო 24 და 25 ივლისს ავარიული გათიშვის მიზეზი.

  • მანამდე, 24 და 25 ივლისს თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა;
  • მაშინ ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად გაჩერდა მეტრო, საქართველოს რკინიგზა. გაითიშა GWP-ის სატუმბო სადგური, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს მცირე ხნით შეუწყდა წყალი.
  • ორი ე.წ. ბლექაუთის მიზეზთა დადგენაზე სემეკი და სუსი მუშაობენ;
  • გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენდირექტორი ვანო ზარდიაშვილი - ის შვებულებაში გავიდა, ხელმძღვანელის მოვალეობას კი ასრულებს დავით ვარდიაშვილი, რომელიც უწყებაში, გათიშვების შემდეგ, „გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ მივიდა.
სრულად წაკითხვა