WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს, რომ ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით გათიშვის მიზეზს ჯერ არ ასახელებს.

„დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება“, - აცხადებს სახელმწიფო კომპანია.

„ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს“, - წერია დაახლოებით 01:30 საათზე გავრცელებულ განცხადებაში.

„პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, - აცხადებს ელექტროსისტემა.