დვალმა აპოელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კვლავ ევროპაში რჩება

14 hours ago 4

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი კარიერას ბულგარეთში გააგრძელებს. როგორც sportal-ი და Geo Team-ი იუწყებიან, 30 წლის ფეხბურთელი უკვე სოფიაშია და „ცსკა 1948“-თან კონტრაქტის საბოლოო დეტალებს ათანხმებს.

გეგმილია, რომ დვალი 27 აგვისტოს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის, კლუბთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ბულგარული მედიის ინფორმაციით, ის შესაძლოა გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

ლაშა დვალის უკანასკნელი კლუბი კვიპროსის „აპოელი“ იყო, სადაც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. მისი კარიერა სხვადასხვა ევროპულ კლუბებში მოიცავს თამაშს „სკონტოში“, „ქასიმფაშაში“, „დუისბურგში“, „სლასკში“, „ირტიშში“, „პოგონში“ და „ფერენცვაროშში“.

ახალი გამოწვევა ბულგარეთში ქართველ მცველს საშუალებას მისცემს, კვლავ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც კლუბში, ასევე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

სრულად წაკითხვა