დიბალა "გალათასარაის" უახლოვდება

4 days ago 4

Sky Sports-ის ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ პაოლო დიბალამ "რომა" შეიძლება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას დატოვოს. 

თურქულ პრესაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, "ლა ხოიას" გეზი სტამბოლისკენ აქვს აღებული. Corriere dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, დიბალას აგენტი, კარლოს ნოველი თურქეთში უკვე გაფრინდა, რათა "გალათასარაისთან" საბოლოოდ შეთანხმდეს.

"ლომებმა" 31 წლის შემტევს 10 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი შესთავაზეს. 

მართალია, პაოლოს "სტადიო ოლიმპიკოზე" უნდა დარჩენა, თუმცა თუ "ჯალაროსი" მის გაყიდვას გადაწყვეტს, არგენტინელი წინააღმდეგობას არ გაწევს.

შეგახსენებთ, რომ დიბალა "რომას" 2022 წლის ზაფხულში, ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა. თავის პირველ ორ სეზონში მან 34 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მიმდინარე სეზონს წარუმატებლად ატარებს. პაოლოს მონაგარი 18 შეხვედრაში 2 გოლი და 1 ასისტია.

სხვათა შორის, ამ სეზონში კიდევ 7 მატჩის ჩატარება დიბალასა და "რომას" შორის დადებულ კონტრაქტს ავტომატურად გაახანგრძლივებს ერთი სეზონით. სწორედ ამიტომ სურთ "მგლებს" მასთან იანვარშივე დამშვიდობება.

სრულად წაკითხვა