პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე 4 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას და მათ პრობლემებს ირონიული შეფასებებით ეხმაურება:
“კომისიის წევრების თითქმის ნახევარი ვერ დააკომპლექტა ბრემენელმა მუსიკოსმა და ახლა ეს დააბრალეს ოპოზიციას. მოვკვდი ხარხარით. ანუ დიდგორის მოგებას აპირებ, მტერი უნდა შეჰმუსრო, გველეშაპი და აქტივისტმა გოგოებმა შეგაშინეს, ცეცხლი ოლიგარქიასო რომ ყვირიან?!
სინამდვილეში, ყურით შეგიყვანეს არჩევნებში და მებრძოლი ქართველი ხალხის გაბაიბურებაა რასაც ამბობთ. მართლა, უდიდეს საფრთხეს არ ეპუება და ცეცხლში ხტება ეს ხალხი, თუ სჯერა მიზნის.
ფასეულობები ხომ არ გაქვთ და ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში ხელფასის გამო მომუშავე ხალხიც ვერ იშოვეთ, ისეთი სამარცხვინოა რასაც აკეთებთ.
ოოო, ეგრე ბიძინას მოუგებთ კი არა, დარუბანდმდე შეიძლება ჩახვიდეთ😭😬“, – წერს ანა დოლიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.