ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა, გაუტანა ინტერს გოლი და დაცვაშიც უამრავი სამუშაო გასწია.
მოგების შემდეგ კვარასთან ინტერვიუს ასაღებად ლეგენდარული პიტერ შმეიხელი მივიდა, რომელთანაც ქართველმა ვარსკვლავმა შემდეგი რამ თქვა:
აღწერაც კი მიჭირს, ეს საოცარი გრძნობაა და ახლა შოკში ვარ. ვერ ვიჯერებ, რომ ახლა აქ ვარ, თუმცა ის კი სულ მჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. ახლა მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამაყი კაცი ვარ.
ეს ყველაფერი ამ საოცარ ხალხთან, გუნდთან, მწვრთნელებთან ერთად შევძელი. ვფიქრობ, ისინი ჩემს მოსვლამდეც იმსახურებდნენ ამ ტიტულის მოგებას. საბოლოო ჯამში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ოჯახივით ვართ და ვცდილობთ, რომ ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ.
- თქვა ხვიჩამ.