„სენტ-ეტიენის“ მთავარი მწვრთნელი ეირიკ ჰორნელანი პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილის მდგომარეობას შეეხო. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, ქართველი შემტევი ავადაა და შესაძლოა, გუნდს 30 აგვისტოს „გრენობლთან“ გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმაროს.
დავითაშვილის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან ძალიან მალე იწყება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ემზადება.
ამ ეტაპზე არსებობს ალბათობა, რომ 22 წლის შემტევი სანაკრებო მატჩებს სრულ ფორმაში ვერ შეხვდება, თუმცა საბოლოო პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.