დიდი ბრიტანეთის მინისტრმა FIFA-ს მოუწოდა, გამოიძიოს მსოფლისო თასისთვის მატჩისას “ფოლკლენდის პლაკატის” გამოჩენის ინციდენტი

1 week ago 27

ბრიტანელმა მინისტრმა 16 ივლისს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას - FIFA-ს მოუწოდა, გამოიძიოს ის ფაქტი, როცა არგენტინელმა ფეხბურთელებმა ინგლისთან გამარჯვების შემდეგ ააფრიალა პლაკატი წარწერით „Las Malvinas son Argentinas“ (მალვინები (ფოლკლენდის კუნძულები) არგენტინას ეკუთვნის).

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერის ოფისმა - “დაუნინგ სტრიტმა” მხარი დაუჭირა ეკონომიკის მინისტრის, პიტერ კაილის მოწოდებებს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც არგენტინის გუნდმა დაამარცხა ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1.

კაილმა პლაკატის გამოჩენას FIFA-ს წესების „აშკარა დარღვევა“ უწოდა, რომელიც სათამაშო მოედანზე პოლიტიკური სიმბოლოების გამოჩენას კრძალავს.

„მსოფლიო თასი შეიძლება ჩვენი ვერ იქნება, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია“, - განაცხადა “დაუნინგ სტრიტის” წარმომადგენელმა.

არგენტინის ჯარი 1982 წელს შეიჭრა სამხრეთ ატლანტიკაში მდებარე ბრიტანეთის ზღვის იქითა ტერიტორიაზე - ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე.

ბრიტანეთმა არქიპელაგი ხანმოკლე ომის შედეგად დაიბრუნა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერმინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა სამხედრო შენაერთი გადაისროლა ფოლკლენდებზე.

კაილმა ფეხბურთის გლობალურ მმართველ ორგანო FIFA-ს მოუწოდა, ატლანტაში გამართული მატჩის შემდეგ, პლაკატის ინციდენტი „საფუძვლიანად“ გამოეძიებინა.

„პოლიტიკა ფეხბურთისგან გამოყოფილი უნდა იყოს. სინამდვილეში, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ პოლიტიკა ფეხბურთისგან გამოყოფილია“, - განუცხადა მან BBC-ის ტელევიზიას.

„ეს ახლა FIFA-ს საქმეა... ჩვენ ველით, რომ FIFA ამ საკითხზე გამოძიებას ჩაატარებს“, - დასძინა მან.

FIFA-მ ინციდენტის გამო კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრიტანეთმა ფოლკლენდის კუნძულები მე-19 საუკუნეში დაიპყრო. არგენტინას აქვს პრეტენზია, რომ კუნძულები მისი ტერიტორიის ნაწილია.

არგენტინის ვიცეპრეზიდენტმა, ვიქტორია ვილარიუმმა, ოთხშაბათის მატჩის დაწყებამდე დაძაბულობა გაამწვავა და ინგლისელებს „დამპყრობელი მეკობრეები“ უწოდა.

1982 წლის კონფლიქტმა არგენტინის 649 და ბრიტანეთის 255 მეომარი იმსხვერპლა.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბუენოს-აირესმა ოფიციალური პროტესტი გამოაცხადა ფოლკლენდის კუნძულების მახლობლად არგენტინის ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული სამხედრო გემის ჩავლის გამო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პაბლო კვირნომ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც „კატეგორიულად დაგმო“ გაერთიანებული სამეფოს ხომალდის Medway-ის „ნებართვის გარეშე უკანონო“ გავლის შესახებ არგენტინის ტერიტორიულ წყლებში.

კვირნომ განაცხადა, რომ ხომალდი Medway ორმხრივი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულეს 13 ივლისით დათარიღებულ დიპლომატიურ საპროტესტო ნოტაში, რომელიც ბუენოს-აირესში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს გაეგზავნა.

სრულად წაკითხვა