"დიდი თანხის სანაცვლოდ წავა" - როდის დატოვებს უოტფორდს ჩაკვეტაძე

15 hours ago 2

რამდენადაც სურს უოტფორდს გიორგი ჩაკვეტაძის სეზონის ბოლომდე მაინც შენარჩუნება, იმდენად ხშირად იწერება მის შესაძლო ტრანსფერზე.

მაგალითად, ახლა თვით BBC-მ დაწერა, რომ ჩაკვეტაძე საბოლოოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გაიყიდება, ოღონდ ეს ყველაფერი არა ახლა, არამედ ზაფხულში მოხდება.

ქართველი ნახევარმცველის დამატებით 3 ინგლისური კლუბია დაინტერესებული, ესენია: ევერტონი, ვულვერჰემპტონი და ლესტერი (სამივე პრემიერ ლიგაშია).

სავარაუდოდ, გიორგი სეზონის დასრულებას დაელოდება და იმ კლუბს მიანიჭებს უპირატესობას, რომელიც პრემიერ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს და ფეხბურთელს ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებს.

სრულად წაკითხვა