მადრიდის "რეალის" ლეგენდაზე კარიმ ბენზემაზე მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ირკვევა, ფრანგი ფორვარდი საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.
გამოცემა "Relevo"-ს ინფორმაციით, საკმაოდ რეალურია, რომ ეს ყველაფერი 2025 წლის ზაფხულში მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ბენზემამ "სამეფო გუნდში" 2009 წლიდან 2023 წლამდე იასპარეზა, რა დროშიც მან 25 ტიტული მოიგო.