ფრანგული კლუბის, კერძოდ ლიონის ქართველი ლეგიონერი, დავით ნინიაშვილი TOP 14-ის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოახვედრეს.
ჩვენს ახალგაზრდა ბორჯღალოსანს ეს პატივი ლიდერ ბორდოსთან ჩინებული თამაშის გამო მიანიჭეს.
ლიონმა პირველ პოზიციაზე მყოფ მეტოქეს სტუმრად 22:20 მოუგო, ეს ყოველივე კი ქართველი მორაგბის კარგი თამაშით დაიწყო. მატჩის მე-3 წუთზე ნინიაშვილმა მორიგი შთამბეჭდავი სვლა შემოგვთავაზა. ქართველი მორაგმე რამდენიმე მეტოქეს გასცდა და ბურთის ძელების სიახლოვეს დამიწება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ამ წარმატების შემდეგ, ლიონი 30 ქულით მე-9 ადგილზე გადავიდა, მომდევნო ტურში კი, 15 თებერვალს ლა როშელს უმასპინძლებს.