დიდი სკანდალი ჰოლივუდში – პედოფილია, გაუპატიურება, კრიმინალური ქსელის შექმნა, ადამიანებით ვაჭრობა ცნობილ რეპერს უმძიმეს დანაშაულებში ედება ბრალი

3 weeks ago 31

დიდი სკანდალი ჰოლივუდში - პედოფილია, გაუპატიურება, კრიმინალური ქსელის შექმნა, ადამიანებით ვაჭრობაჰოლივუდში დიდი სკანდალია. ნიუ  იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy – Dirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად. ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და კომბსი ბრუკლინის წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის საკვებს არ იღებს, რადგან მოწამვლის ეშინია. მისი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.

დანაშაულებრივი სქემის სიაში უამრავი ვარსკვლავია – ბიონსე, ბეკჰემები, ემინემი, ლეონარდი დიკაპრიო , ჯეილო… ყველას შესწავლა მიმდინარეობს. საუბარია იმაზეც, რომ რეპერს 2 pac-ის და მაიკლ ჯეკსონის სიკვდილშიც მიუძღვის წვლილი.

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ამ სკანდალით დაინტერესდა, ამ დროისთვის გავრცელებული ამბები და ვერსიები შეკრიბა და თავის გამომწერებს გაუზიარა:

„ბევრი ვერსია და თეორია იწერება, მაგრამ ვეცადე, მთავარი ამბები მაინც მეთარგმნა: 54 წლის შონ კომბი, ცნობილი როგორც Paff Diddy, დააკავეს სახლების ჩხრეკის მერე, რაც მოჰყვა ყოფილი შეყვარებულის საჩივარს ძალადობის შესახებ, თუმცა კესი ვენტურამ მალევე გამოიტანა საჩივარი. მიუხედავად ამისა, საქმე მაინც აღიძლრა, რადგან არსებობდა ვიდეო მტკიცებულება და კიდევ 2 ქალის საჩივრები გაჩნდა.

მისი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ათასობით ვიდეო, მათ შორის არასრულწლოვანთა პორნოგრაფია, ლუბლიკანტები, ბავშვის ზეთი, სექსუალური სათამაშოები.

Paff daddy 50 მილიონი გირაო შესთავაზა სასამართლოს, ასევე მისი და ოჯახის ყველა წევრის პასპორტების ჩაბარება, მაგრამ უარი მიიღო.

ბრალდება: სექსუალური ექსპლუატაცია და რეკეტი, პედოფილია, სუტენიურობა და გაუპატიურება, კრიმინალური ქსელის შექმნა და ადამიანებით ვაჭრობა.

პროკურატურის ინფორმაციით, რეპერი ადამიანებს ინტიმური ურთიერთობის დამყარებას აიძულებდა, თავად პროცესი კი დაზარალებულის დუმილის უზრუნველსაყოფად ვიდეოზე იყო აღბეჭდილი. მსხვერპლთა შორის არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები, არამედ მსოფლიო ცნობილი სახეებიც არიან. მათ შორის ღიად განაცხადა ჯასტინ ბიბერმა, რომ 15 წლის ასაკში მასზე 48 საათის განმავლობაში ძალადობდა რეპერი.

არსებობს ვერსია, რომ Paff daddy გარეულია 2 pac-ის და მაიკლ ჯექსონის სიკვდილში.

1999 წლიდან რეპერი ატარებდა ეგრეთ წოდებულ „თეთრ წვეულებებს“, სადაც ყველა სტუმარს თეთრ სამოსში უნდა ყოფილიყო. დღესასწაულის ოფიციალურ ნაწილზე პრესა იყო მიწვეული და ზოგჯერ იქ იმართებოდა საქველმოქმედო ღონისძიებები. როცა ღამე „არაოფიციალური“ ნაწილის დროს, სექსუალური ორგიები იმართებოდა. ამას მოწმობს მრავალი გარყვნილი ფოტო და ვიდეო.

არსებობს ვერსია, რომ დანაშაულებებში მონაწილეობდნენ ბიონსე და Jay-Z“.

სრულად წაკითხვა