WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა.

ადგილზე სამაშველო და საპოლიციო ეკიპაჟებია მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.