ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა:
,,რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დიდი შეშფოთებით ვუყურებთ იმას, რაც ხდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი დღევანდელი განხილვის თემა ესეც იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ კიდევ რა სიგნალები შეგვიძლია გავუგზავნოთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არ არის სწორი გზა და ეს გზა არ მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ახლა წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, როდის დანერგავენ მას თავიანთ ქვეყნებში”.