„დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს“ - პუტინი და ფაშინიანი ერთმანეთს ჩინეთში, სამიტის ფარგლებში  შეხვდნენ

1 week ago 4

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, შეხვდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.

სააგენტოს ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ ის მოხარულია სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობის გამო:

„ძალიან მიხარია, რომ გხედავთ და შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბროთ დღევანდელი და ხვალინდელი ღონისძიებების პარალელურად. დიდი ხანია არ შევხვედრივართ, დაგროვდა უამრავი საკითხი - ორმხრივი, რეგიონული, საერთაშორისო. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა სასარგებლო და შინაარსიანი იქნება. მიხარია, რომ გხედავთ“, - განაცხადა პუტინმა შეხვედრის დასაწყისში.

პუტინი ფაშინიანს გასული წლის ოქტომბერში, მოსკოვში დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის, იგივე დსთ-ს სამიტის ფარგლებში შეხვდა.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, ჩინეთში, ქალაქ ტიანძინში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მორიგი სამიტი იმართება.

სრულად წაკითხვა