დიდუბეში, სატვირთო ავტომობილის მძღოლის კაბინას - დაეცა ტვირთი, რომელიც ამავე ავტომობილს გადაჰქონდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა შუქნიშანზე დაამუხრუჭა, რა დროსაც - გადმოცვივდა რკინის არმატურები და კაბინა ჩაჭეჭყა.
მაშველები მძღოლის გამოყვანას გაერთიანებული ძალებით ცდილობდნენ, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით - მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას ცდილობს.
radiotavisupleba ახალი ამბები
ფორუმი