ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მყოფმა დინამო 2-მა ამხანაგური შეხვედრა ბოლნისის სიონთან მარნეულში ჩაატარა და 1-3 დამარცხდა.
სიონი შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით იგებდა, 84-ე წუთზე შოთიკო დიაკონიძემ სხვაობა გაათანაბრა, თუმცა ბოლო წუთებზე თბილისელებმა ორი გოლი გაუშვეს 1-3.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს დინამო-2 8 თებერვალს ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარებს.
დინამო-2 1-3 სიონი
დინამო-2: ღაღვიშვილი, პატარკაციშვილი, შათირიშვილი, ქელდიშვილი, ნიკოლაიშვილი, ცეცხლაძე, მაშავა, ბუბუტეიშვილი, ფიფია, ოდიკაძე, მეხტიევი
მეორე ტაიმში შევიდნენ: ტარტარაშვილი, დიაკონიძე, ლომიძე, შაშიაშვილი, ახალკაცი, ბურდიაშვილი, დანელია, ნიორაძე, ბარათელია, მიქაუტაძე, ფერაძე
- ვკითხულობთ დედაქალაქური კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.