შეთანხმება შედგა? - საბა გოგლიჩიძე დიდ კლუბში გადასვლას უახლოვდება

3 hours ago 2

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ საბა გოგლიჩიძესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა "რომასთან" კონტრაქტის დეტალებზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. 

როგორც ირკვევა, რომაული გრანდი საბას იჯარის წესით დაიმატებს, ხოლო სეზონის "ემპოლისგან" სრულად გამოისყიდის. 

რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, იწერება, რომ რომაელები ახალგაზრდა ცენტრალურ მცველთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. 

ცნობისთვის, "რომას" გოგლიჩიძის სრულად გამოსყიდვა დაახლოებით 10-12 მილიონი ევრო დაუჯდება. 

სრულად წაკითხვა