მორიგი პროვოკაცია - რა თქვა შონ ო'მალის მწვრთნელმა მერაბ დვალიშვილზე

3 hours ago 1

როგორც მოგეხსენებათ, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრას შონ ო’მალის მწვრთნელი ტიმ ველჩი გამოეხმაურა.

“თუ უმართან ბრძოლას კარგად დავაკვირდებით და მერაბის ცანცარს დავივიწყებთ, მიხვდებით რომ თანაბარი ჩხუბი იყო და ორივეს შეიძლება მოეგო”. - განაცხადა ტიმ ველჩმა.

ცნობისთვის, მერაბის მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით სწორედ შონ ო’მალი იქნება.

სრულად წაკითხვა