სპორტულმა ჟურნალისტმა მაგდა კლდიაშვილმა სოციალურ ქსელში ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა - მისი თქმით, თბილისის "დინამოს" 60% ხვიჩა მაქაცარიამ შეიძინა.
"Exlusive: მოგენატრებოდათ ჩემგან საფეხბურთო ექსკლუზივები - დინამო თბილისი გაიყიდა!
გაიყიდა 60% და იყიდა ხვიჩა მაქაცარიამ, რომელიც ახლა ნომინალურად/ფორმალურად ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.
შეთანხმების თანახმად, 15 სექტემბრამდე, კლუბის 3 თუ 4 მილიონიანი დავალიანება დაიფარება, დინამოს ძირითადი გუნდის სამ თვიანი ხელფასები, მათ შორის.
ასევე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 60%-იანი წილის მფლობელს ძალიან უნდა ალექსანდრე იაშვილი წამოიყვანოს ფეხბურთის ფედერაციიდან, თუმცაღა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იაშკა წამოვა ფედერაციიდან.
ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ ახალი გარიგებით, ბაზის ბანკში იპოთეკით დატვირთულ დინამოს აკადემიასაც გამოიხსნის რომან ფიფია.
ზოგიერთი დირექტორი დამრჩებით უმუშევარი და მე თქვენზე დარდი არ დამაძინებს.
update: კლუბმა არ დამიდასტურა ეს ინფორმაცია - უფრო მეტიც, მალე ფინანსური მდგომარეობა დალაგდებაო!
", - წერს ჟურნალისტი.