"დინამო თბილისმა" ახალგაზრდა ლეგიონერები დაიმატა - ლეო ასუნსეუ და დანიელ ოვუსუ

4 hours ago 1

პორტუგალიურ შეკრებაზე "დინამო თბილისის" რიგებს ორი ლეგიონერი შეუერთდა. 22 წლის ბრაზილიელი მცველი ლეო ასუნსეუ და 21 წლის განელი შემტევი დანიელ ოვუსუ.

"დანიელ ოვუსუმ დინამო თბილისთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ლეო ასუნსეუ დინამოში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.

ორივე ფეხბურთელი განვლილ სეზონში სამტრედიის ღირსებას იცავდა. ლეო ასუნსეუმ 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო დანიელ ოვუსუს ანგარიშზე 21 მატჩი და 5 გოლია.

ბრაზილიელი მცველი მანამდე სამშობლოში, ლონდრინას და პარანას რიგებში გამოდიოდა. ახალგაზრდა მცველი ახლაც პარანას საკუთრებაა. რაც შეეხება განელ შემტევს, ოვუსუ რედბულ ზალცბურგის აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი, ავსტრიული ფირსტ ვიენას, ლეფერინგის და ამსტეტენის ღირსებას იცავდა"


- ვკითხულობთ დედაქალაქური კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა