17 სექტემბერს ბოსნიის ქალაქ გაბელაში, პერიცა-პერო პავლოვიჩის სტადინზე, უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის, პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ჟრინსკიმ დინამოს უმასპინძლა.
მატჩი, რომელშიც ბურთის ფლობა თანაბარი გახლდათ თბილისელებმა უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს, თავად შეხვედრა კი საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიში მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე რეზი დანელიამ გახსნა, მასპინძლებმა კი 69-ე წუთზე კარაჩიჩის გოლით გაათანაბრეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ პერიოდში ლაშა ხუციშვილმა პოლონელი არბიტრისგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საშინაო შეხვედრას გამოტოვებს. საპასუხო მატჩი 1 ოქტომბერს დინამო არენაზეა ჩაინიშნული.
ჟრინსკი 1-1 დინამო