4 იანვარს ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის ლიონი მონპელიეს დაუპირისპირდება.
მატჩამდე პრესკონფერენცია მწვრთნელთან ერთად ქართველმა ფეხბურთელმაც გამართა, სადაც მან კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა.
რას ვიტყვი ტრანსფერზე? აქ სულ რაღაც 6 თვის წინ მოვედი და ბაზარს დიდად ყურადღებას არ ვაქცევ და არ მაინტერესებს ჩემზე რას წერენ, ამაზე არ უნდა იფიქრო. ახლა გუნდსა და მომავალ მატჩზე ვარ ორიენტირებული.
- თქვა გიორგიმ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.