ლოჩოშვილი კრემონეზეს დატოვებს - რომელი გუნდები ინტერესდებიან ქართველის ტრანსფერით

1 day ago 2

იტალიური მედიის მტკიცებით, კრემონეზე რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს და წამსვლელთა სიაში ერთ-ერთი პირველი ლუკა ლოჩოშვილია.

როგორც იწერება, არც თავად ლუკაა გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი, რადგან ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა.

რაც შეეხება ლუკას მსურველებს, რამდენიმე დღის წინ თურქულ ვარიანტებზე, რიზესპორზე და გაზიანთეფზე დაიწერა, ახლახანს კი საქმეში კიდევ ერთი იტალიური გუნდი მოდენაც ჩაერთო, რომელიც ასევე სერია B-ში ასპარეზობს.

ცნობისთვის, ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში ჯამში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამურად 412 წუთი გაატარა.

სრულად წაკითხვა