არაღიარებულ დნესტრისპირეთში გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო გაჩერდა თითქმის ყველა საწარმოს მუშაობა, საკვების მაწარმოებელი კომპანიების გარდა - იუწყებიან რეგიონის მესვეურები.
5 იანვარს გახდება ნათელი ენერგიის ის რაოდენობა, რომელსაც საყოფაცხოვრებო სექტორი იყენებს და შემდეგ დადგინდება რამდენი გაზი ესაჭიროება საკვების წარმოებას.
ენერგეტიკული კრიზისი დადგა მას მერე, რაც 1 იანვარს შეწყდა რუსეთის გაზის უკრაინის გავლით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდება, ამასთან, რუსეთი უარს აცხადებს მოლდოვას გაზი მიაწოდოს, დაგროვილი დავალიანების გამო.
ბიბისის რუსულენოვანი სამსახური ადგილობრივ კომპანია "ტირასპოლტრანსგაზზე" დაყრდნობით იუწყება, რომ ახალი წლის პირველ დღეს გაზის გარეშე დარჩა თითქმის 75 ათასი სახლი. გათბობა არ აქვს 150 საბავშვო ბაღს და 130 სკოლას.
დნესტრისპირეთი მოლდოვის ტერიტორიაზე მდებარე, მაგრამ კიშინიოვის კონტროლის მიღმა მყოფი ტერიტორიაა დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც რუსულენოვანია.