დონალდ ტრამპმა სი ძინ პინი თავის ინაუგურაციაზე მიიწვია-CBS News

1 week ago 5

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკული არხი CBS-ი წერს. მათი თქმით მოსაწვევი ჩინეთის ლიდერს ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალე გაეგზავნა.

CBS-ის თანახმად ტრამპის გუნდი ინაუგურაციაზე მსოფლიოს სხვა ლიდერების მიწვევასაც განიხილავს. კერძოდ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოკავშირეა. 9 დეკემბერს ორბანი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ფლორიდაზე დონალდ ტრამპს შეხვდა.

უცხო ქვეყნების ელჩებსა და სხვა დიპლომატებს, როგორც წესი, არ იწვევენ აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად 1874 წლიდან ამ ცერემონიაში არც ერთი უცხოელი ლიდერი არ მონაწილეობდა.

26 ნოემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ აპირებს დააწესოს მაღალი გადასახადები და დამატებითი ტარიფები ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში შედიან.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება და ამ დღიდან ოფიციალურად შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას.

სრულად წაკითხვა