დონარუმა პსჟ-ს სასამართლოში უჩივლებს

1 week ago 9

იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა ენცო რაიოლამ მწვავედ გააკრიტიკა "პარი სენ-ჟერმენი" კლუბის მიღებული გადაწყვეტილების გამო.

ფრანგული გრანდი 26 წლის მეკარესთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განცხადებით, ის აღარ გეგმავს დონარუმასთან მუშაობას.

"პარი სენ-ჟერმენი" პატივისცემაზე საუბრობს, მაგრამ მათთვის მთავარი მხოლოდ ფულია. ეს არის დიდი უპატივცემულობა. ერთი თვის წინ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვსაუბრობდით, ახლა კი იურისტებს მივმართავთ – ასე არ იქცევიან. ოთხწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ნულოვანი პატივისცემაა", - აღნიშნა რაიოლამ.

დონარუმა პარიზულ კლუბს 2021 წელს შეუერთდა და ამ პერიოდში 161 შეხვედრა ჩაატარა. გასულ სეზონში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე მოხვდა "ოქროს ბურთის“ 30 კანდიდატს შორის.

სრულად წაკითხვა