“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

1 hour ago 1

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში, მთავარ ექიმს ელენე ხოშტარიას ადვოკატები ხვდებიან.

„ელენეს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების გამო, ახლა ციხეში შევიდნენ ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ანი ქავთარაძე. მთავარ ექიმს ხვდებიან. გამოსვლისას გააკეთებენ განცხადებას“, – აცხადებენ პარტიაში.

რამდენიმე დღის წინ ხოშტარიას ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქალ პოლიტიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

სრულად წაკითხვა