14 ივლისს აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატის სამრეწველო ზონაში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მოგერიებულია” უკრაინული დრონების „მასირებული შეტევა”.
BBC-ს ინფორმაციით, დარტყმა იყო კომპანია „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „გაზპრომნეფტეხიმ სალავატზე“. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებულ და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში ჩანს კვამლი ქარხნის ტერიტორიის თავზე.
ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა სალავატის სამრეწველო ზონაზე „მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევის მოგერიების” გარდა მხოლოდ ის დაწერა, რომ არის „ჩამოგდებული უპილოტოების ნამსხვრევებით გამოწვეული დაკვამლიანების რიგი კერები” და „ოპერატიულმა სამსახურებმა დაიწყეს შედეგების ლოკვიდაცია”. ხაბიროვს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
- „გაზპრომნეფტეხიმ სალავატი“ ტრანსნაციონალური ენერგოკომპანია „გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა და რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს ფლობს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა სალავატში მდებარე ქარხანას დრონებით ორჯერ დაარტყეს 2025 წლის სექტემბერშიც.
- უკრაინის თავდაცვის ძალები ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
- რუსეთის ხელისუფლება ამ შეტევებს „ტერორისტულს“ უწოდებს.
- უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.

1 week ago
32







English (US) ·
Georgian (GE) ·