„დუმბაძეს როგორ აგინე“ - აქციების მონაწილე ოქრიაშვილს სახლთან სამმა კაცმა სცემა

1 hour ago 2

პრო-ევროპული აქციების მონაწილეს, კომიკოსს („სტენდაპერს“) ონისე ოქრიაშვილს, - რომლის შესახებაც პროსახელისუფლებო მედიები ბოლო დღეებში სიუჟეტებს ავრცელებდნენ, - სახლთან უცხო პირები დახვდნენ და სცემეს.

როგორც რადიო თავისუფლებას მისმა მეგობრებმა განუცხადეს, ოქრიაშვილს სცემეს ვაკეში, საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს.

ოქრიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად იგი კლინიკაშია.

რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან გარკვევას, დაიწყეს თუ არა გამოძიება და მუხლით.

თვითმხილველის გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მას ეუბნება: „ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო“.

  • ოქრიაშვილმა 19 ივლისს ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მას აშავებდა და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა.
  • საუბარია ვიდეოზე, სადაც ოქრიაშვილი მწერალ ნოდარ დუმბაძეს ახსენებს და უცენზურო სიტყვას იყენებს.
  • 19 ივლისს მან განმარტა, რომ ამ ვიდეოში „გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული, რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“. ჩანაწერი ერთ-ერთი „სტენდაპ-შოუდან“ არის ამოჭრილი.
სრულად წაკითხვა