მსახიობ დუტა სხირტლაძის ძვირფასი ვიდეო რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა გამოაქვეყნა. საუბარია რეჟისორის ფილმზე “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”, რომელიც მწერლის თამრი ფხაკაძის ამავე სახელწოდების მიხედვით გადაიღო. ფილმში დუტა გლეხი რობიზონის როლს ასრულებს, რომელსაც იარაღის ხელში აღება არ უნდა, თუმცა ოკუპაცია აიძულებს მეომარი გახდეს.
ბესო ამ ვიდეოთი დუტას მიერ ტელეკომპანია “იმედის” დატოვებას გამოეხმაურა:
“დუტა, ისე არ მინდოდა მეთქვა, სანამ ამას არ მოვამზადებდი დასადებად – არც კი მიფიქრია, რომ სხვანაირად იქნებოდა.”