"დღემდე არ ვიცი თუ რატომ არ მომცეს ოქროს ბურთი" - რობერტ ლევანდოვსკი

1 week ago 6

ბარსელონას პოლონელმა სტრაიკერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიხსენა პერიოდი, როდესაც ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა კოვიდის პერიოდში დაჯილდოება გაუქმდა და რობერტმაც ჯილდო დაკარგა.

აი, რას ამბობს ლევანდოვსკი:

ეს იყო ჩემი კარიერის პიკი, მე ყველაფერი მოვიგე „ბაიერნთან“ ერთად. ვფიქრობ, ყველაზე რთული ამ სიტუაციაში ის ფაქტია, რომ დღემდე ვერ გავიგე, რატომ არ მომცეს ოქროს ბურთი.

- თქვა ლევანდოვსკიმ.

2020 წლის დეკემბერში პოლონელმა ფორვარდმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან (ფიფა) მიიღო The Best-ის პრიზი, როგორც წლის საუკეთესო ფეხბურთელმა.

სრულად წაკითხვა