WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დღეს აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების 25-ე წლისთავია. მაშინ ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ყაიდის“ წევრების მიერ გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავები ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ კოშკს შეეჯახა, კოშკები ჩამოინგრა. კიდევ ერთი თვითმფრინავი პენტაგონის შენობას შეეჯახა, მეოთხე ლაინერი კი, მას შემდეგ, რაც მგზავრებმა მასზე კონტროლის დაბრუნება სცადეს, გამტაცებლებმა მიწისკენ მიმართეს, ის პენსილვანიაში, შანკსვილის მახლობლად ჩამოვარდა. ტერაქტებს დაახლოებით 3 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ აშშ-მა უსაფრთხოების სისტემას გადახედა, დაიწყო მასშტაბური ბრძოლა ტერორიზმთან, მათ შორის საზღვარგარეთ, მომხდარის შედეგები აისახა პოლიტიკაზე, საზოგადოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.

ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უკვე გუშინ დაიწყო. ნიუ-იორკში 2977-მა დრონმა - მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით - მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი კოშკის სილუეტი შექმნა.

პარასკევს ნიუ-იორკში 11 სექტემბრის მემორიალთან ცერემონიაზე ელიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტების მონაწილეობას: ჯორჯ ბუშ-უმცროსისა, რომელიც სახელმწიფოს მეთაური იყო მეოთხედი საუკუნის წინ, ასევე ბილ კლინტონის, ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენისა.

დაღუპულთა ნათესავები ხსოვნის ცერემონიაზე მათ სახელებს წაიკითხავენ.

პარასკევს საღამოს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ცაში მიმართავენ სინათლის ორ კაშკაშა სხივს.

ვაშინგტონთან ახლოს, ქალაქ არლინგტონში, პენტაგონის შენობის კედელზე უზარმაზარი ამერიკული დროშა გაიშლება, მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიაში კი მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამხედრო უწყების ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი და შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი დენ კეინი. 93-ე რეისის ჩამოვარდნის ადგილას, პენსილვანიაში, ასევე გაიმართება სამახსოვრო ცერემონია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 სექტემბრის წლისთავთან დაკავშირებულ თავის განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი წმინდა ბუნებრივი უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და ბედნიერებისკენ სწრაფვაზე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ძვირფასი ცხოვრების წესი ყველასგან, ვინც ჩვენს განადგურებას ესწრაფვის, იქნება ეს მუქარა უცხო ქვეყნებიდან თუ მათგან, ვინც ჩვენ შორის, ჩვენი საზღვრების შიგნით იმყოფება. და მთავარი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ 11 სექტემბრის ხსოვნა ისტორიაში არასოდეს წაიშალოს და დარჩეს ცოცხალ მემკვიდრეობად, რომელიც ამერიკელთა ერთი თაობიდან მომდევნოს გადაეცემა“.

ნანგრევებიდან ხსოვნამდე: 11 სექტემბრის ტრაგედიის ადგილები მაშინ და ახლა

მაშინ

ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერიტორია 2001 წლის 15 სექტემბერს - 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილიდან ჯერ კიდევ კვამლი ამოდის.აღდგენილი ტერიტორიის 2026 წლის ფოტო გადაღებულია 25 ივნისს.

ახლა

ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერიტორია 2001 წლის 15 სექტემბერს - 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილიდან ჯერ კიდევ კვამლი ამოდის.აღდგენილი ტერიტორიის 2026 წლის ფოტო გადაღებულია 25 ივნისს.

1/4 ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერიტორია 2001 წლის 15 სექტემბერს - 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილიდან ჯერ კიდევ კვამლი ამოდის.
აღდგენილი ტერიტორიის 2026 წლის ფოტო გადაღებულია 25 ივნისს.

მაშინ

პენტაგონი 2001 წლის 15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს „ალ-ქაიდას“ ტერორისტებმა შენობას სამგზავრო თვითმფრინავი დააჯახეს. კატასტროფას ემსხვერპლა თვითმფრინავში მყოფი ყველა (64) მგზავრი და შენობაში მყოფი 125 ადამიანი.ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში მდებარე შენობის 2026 წლის ფოტო გადაღებულია 4 სექტემბერს.

2/4 პენტაგონი 2001 წლის 15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს „ალ-ქაიდას“ ტერორისტებმა შენობას სამგზავრო თვითმფრინავი დააჯახეს. კატასტროფას ემსხვერპლა თვითმფრინავში მყოფი ყველა (64) მგზავრი და შენობაში მყოფი 125 ადამიანი.
ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში მდებარე შენობის 2026 წლის ფოტო გადაღებულია 4 სექტემბერს.

მაშინ

United Airlines-ის რეისი 93-ის ავიაკატასტროფის ადგილი პენსილვანიის შტატის ქალაქ შენქსვილთან, 2001 წლის 13 სექტემბერი. თვითმფრინავი 11 სექტემბერს გაიტაცეს. ის მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და  ჩაშალეს ვაშინგტონში მდებარე სამიზნეზე თავდასხმა.იგივე ადგილის 2026 წლის ფოტო გადაღებულია 6 სექტემბერს.

3/4 United Airlines-ის რეისი 93-ის ავიაკატასტროფის ადგილი პენსილვანიის შტატის ქალაქ შენქსვილთან, 2001 წლის 13 სექტემბერი. თვითმფრინავი 11 სექტემბერს გაიტაცეს. ის მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ჩაშალეს ვაშინგტონში მდებარე სამიზნეზე თავდასხმა.
იგივე ადგილის 2026 წლის ფოტო გადაღებულია 6 სექტემბერს.

მაშინ

ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერიტორია 2001 წლის 15 სექტემბერს გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოზე - 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილიდან ჯერ კიდევ კვამლი ამოდის.იგივე ტერიტორიის 2026 წლის ფოტო გადაღებულია 25 ივნისს.

4/4 ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერიტორია 2001 წლის 15 სექტემბერს გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოზე - 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილიდან ჯერ კიდევ კვამლი ამოდის.
იგივე ტერიტორიის 2026 წლის ფოტო გადაღებულია 25 ივნისს.

Previous slide

Next slide