WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

28

ივერი მელაშვილი, რომელსაც წლების წინ კარტოგრაფების საქმის ფარგლებში ასამართლებდნენ, ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დავით გარეჯის პრობლემის მოგვარება არ შეუძლია.

ვერ წარმომიდგენია იმ პოზიციით, რა პოზიციაშიც დღეს იმყოფებიან, ძალიან გაიუარესეს პოზიცია. როდესაც წამოწიეს, ვითომ რუკა მოიძიეს და ვითომ ძალიან ბევრი ტერიტორია აზერბაიჯანის საქართველოს ეკუთვნის და ა.შ. ამ პოზიციით როგორ უნდა მიაღწიონ შედეგს, წარმატებას ამ მოლაპარაკებებში ჩემამდე არ დადის. ჩემი აზრით, დღეს ერთი ირაკლი, პრემიერი ციხიდან, მეორე პრემიერს რაღაცებში ედავება და მათი საქმეა, ალბათ დამტკიცება იმისთვის, რომ არა მე უფრო მაგარი ვარ, მე უფრო მაგარი. ახლა მეტი არაფერი არ არის, მაგრამ მაშინაც და ახლაც, ეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა ეს კამპანია – ამბობს ივერი მელაშვილი. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარესთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმებას მიაღწია, თუმცა, იქვე თქვა, რომ 15 მონაკვეთზე შეთანხმება არაა მიღწეული.

„შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან – მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“, – თქვა კობახიძემ.