„ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა „ინტელექტმა“ სხვა გამოცემებთან ერთად სინდისის პატიმრებისა და პოლიტპატიმრების ნაწარმოებები წარადგინა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს რეზო კიკნაძისა და ირაკლი ნადირაძის ლექსების კრებულებს, ასევე ალეკო ელისაშვილის წიგნს „საქართველოს გუშაგები“.
პატიმრობის პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებში ავტორები რეჟიმზე, უსამართლობაზე, ციხეში გატარებულ მძიმე დღეებზე, უწყვეტ ბრძოლასა და პროტესტზე წერენ.
საერთაშიროსო alia.ge